14:41 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 17:35:27, 972 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში „ქართული ოცნება“ დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს განასახიერებს

დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, სწორედ ქართული ოცნებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება", ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი ისტორიაში შევა, როგორც საჭირო მომენტში პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონებით მიღებული გადაწყვეტილებებით.

"სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა და ბევრი მეფე ვერ შევიდა ისტორიაში ისე, როგორც შევიდა დავით აღმაშენებელი. თუკი დავით აღმაშენებელი რამით შევიდა ისტორიაში, იმიტომ შევიდა, რომ მას სწორ მიზნებთან ერთად მას ჰქონდა, მხურვალე ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, ჰქონდა ცივი და რაციონალური გონი. სწორედ ამ ცივი და რაციონალური გონით და გადაწყვეტილებით, საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით, ამით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში. დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, სწორედ ქართული ოცნებაა, რომელიც ცხელი პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics