18:08 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 22:26:16, 854 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს

კონსულტაციები და მოლაპარაკებები დავამთავრეთ, ჯგუფი გაკეთდება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები, როგორც ქალაქში, ასევე რაიონებშიც გაკეთდება.

"პირველი, რასაც გავაკეთებ, მათ შორის, თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს უნდა შევხვდე, საკრებულოს წევრებს უნდა შევხვდე, რაიონებში უნდა შევხვდე ადამიანებს, რომ უკვე დავიწყოთ, მათ შორის, იმ შტაბების გახსნა, რაზეც ვლაპარაკობდით. იცით, რომ ამ მიმართულებით გიორგი ჩალაძესთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები დავამთავრეთ. ჯგუფი გაკეთდება და მას გიორგი უხელმძღვანელებს - პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები. ასეთი შტაბები რაიონებშიც გაკეთდება. ჩვენ დავიწყებთ მობილიზებას. მათ შორის, სასამართლო პროცესების ბოლოს, ჩვენ გარკვეულწილად გარკვეული პროცესებისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics