13:30 - 18 Aug, 2026
|
2015-02-07 11:57:32, 1502 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი და ერთი მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მოქალაქისგან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4506 კვ/მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 18 000 აშშ დოლარი მოითხოვეს. მათივე ცნობით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)