19:53 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 00:00:29, 1001 ნახვა

პოლიტიკა
ენტონ ბლინკენი - დაძაბულობის განსამუხტად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა

დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მისივე თქმით, იერუსალიმთან მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა. პარასკევს მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. ასეთ ქმედებას და მასთან ერთად, ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რისი მიზანიც მსხვერპლის ვინაობისგან დამოუკიდებლად უდანაშაულო ადამიანების მოკვლაა, მკაცრად ვგმობთ. შურისძიება სათანადო პასუხი არ არის. ამას მსხვერპლად კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწირება" - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics