19:52 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 21:15:23, 888 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემირს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ოლეგ სერებრიანს შეხვდა.

მხარეებმა, მოლდოვასა და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს. ასევე, საქართველოსა და მოლდოვაში, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მიმდინარე პროგრამები განიხილეს.

ზურაბ აზარაშვილმა, დელეგაციის წევრებს, სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა გააცნო. 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ კი, სტუმრებს, გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის, მატერიალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამები წარუდგინა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

მოლდოვას რესპუბლიკის დელეგაცია, საქართველოში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის მოწვევით ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის მიზანია მოლდოვასა და საქართველოში რეინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე და სხვა შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ასევე - სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების დასახვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics