19:53 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 19:57:06, 913 ნახვა

პოლიტიკა
კობა ნაყოფია - ვტოვებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც პოლიტსაბჭოს

მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა კობა ნაყოფიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, პარტიაში ის რიგითი წევრის სტატუსით რჩება, იქამდე სანამ  მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იქნება. 

მან დასძინა, რომ პარტიაში დარჩენა არ დარჩენის საკითხს განიხილავს მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და მიეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება.

“მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს,  ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა... პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება", - განაცხადა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, “ერთიან ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე ხმათა უმრავლესობით 52,58%-ით ლევან ხაბეიშვილი გახდა.

კობა ნაყოფიასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმაც  დატოვეს პარტიული თანამდებობები, თუმცა პარტიაში ისინიც კვლავ რჩებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics