19:53 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 09:42:42, 815 ნახვა

პოლიტიკა
ესპანური პრესა კობახიძის ვიზიტზე - მას მიაჩნია, რომ ბასკეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციაში საკვანძო როლი ექნება

ესპანური პრესა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბასკეთში ვიზიტს ეხმაურება.

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მან კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ აქამდე გამოირიცხა საქართველოს ომში ჩართვის შესაძლებლობა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბასკეთს უამრავი ტრადიცია აერთიანებთ და მომავალში ამ კავშირების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ბასკეთს შეიძლება საკვანძო როლი ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერაში.

„ლამაზი მხარეა, მაგრამ ყველაზე ლამაზი ბასკეთში ბასკი ხალხის კეთილი ხასიათია", - განაცხადა კობახიძემ“, - აღნიშნულია Deia-ს სტატიაში.

ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics