21:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 16:19:46, 1327 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - სააკაშვილმა ყველას, ვინც კონკურენციას უწევს და თავის თამაშს თამაშობს, ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა

სააკაშვილმა ყველას, ვინც კონკურენციას უწევს და ალბათ მის ბრძანებებს ციხიდან ბოლომდე არ ითვალისწინებს, თავის თამაშს თამაშობს, ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის, ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილსაც,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის Spiegel-თან ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ინტერვიუს გამოქვეყნება არჩევნების წინა დღეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა არ გაიმარჯვოს.

"ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და ციხიდან მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს და თავის თამაშს თამაშობს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც, ვინაიდან, იმ ფონზე, რეებზეც აქამდე აქამდე მინიშნებით ლაპარაკობდნენ ვიღაცები, მათ შორის ბაჩო ახალიას დაჯგუფება პარტიაში და სხვები, თქვა, რომ რუსეთის ხელი ერია. შუაში არის „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებიც, იმიტომ, რომ ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ამ არჩევნების წინ და როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ არ გაიმარჯვოს ლევან ხაბეიშვილმა",- განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics