|
2023-01-25 18:07:52, 1756 ნახვა
კომენტარი
რუსეთის პატრიარქი კირილე - ჩვენი მიზანია, რუსეთის მოძმე ერებს შორის, როგორიცაა უკრაინა და ბელარუსი ძმური კავშირის გაძლიერება
ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეშმაკმა, მტრობის თესლის დათესვით, ვერ მიაღწიოს იმას, რომ ძმა აჯანყდეს ძმის წინააღმდეგ. აღმოიფხვრას საშინაო ომის ყველა მცდელობა, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა და ძმური სიყვარული იყოს ისტორიული რუსეთის ყველა ხალხში, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქადაგებაში. მისივე თქმით, რუსული სახელმწიფო მრავალი სახიფათო და საბედისწერო გამოწვევის წინაშე დგას და რუსული ეკლესიის მიზანი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მოძმე ერებს შორის, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი ძმური კავშირები გააძლიეროს. "უფალმა შეიწყალოს მთელი ისტორიული რუსეთი. ჩვენი რუსული სახელმწიფო დღეს მართლაც მრავალი სახიფათო, მაგრამ ამავე დროს საბედისწერო გამოწვევის წინაშე დგას. კიდევ უფრო გააძლიეროს ძმური კავშირები წმინდა რუსეთის შემადგენელ ხალხებს შორის. დღეს ეს ამოცანა ჩვენი ეკლესიის მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი ეკლესია არის სრულიად რუსეთის ეკლესია. როგორც რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ქვეყნები და ხალხები, რომლებიც ამ ისტორიულ რუსეთს ქმნიან, ჩვენი სამწყსო მსახურების ადგილია. ეს ნიშნავს, რომ წარმოშობილ პრობლემებს თან უნდა ახლდეს ჩვენი მხურვალე ლოცვა, რომ უფალმა, უპირველეს ყოვლისა, შეარიგოს ხალხი... ამიტომ, ჩემი სიტყვა დღეს - რუსებს, უკრაინელებს და ბელარუსებს - და ყველას, ვინც შედის წმინდა რუსეთის ისტორიულ რეალობაში, არის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კაცობრიობის მტერმა (ეშმაკი), მტრობის თესლის დათესვით, ვერ მიაღწიოს იმას, რომ ძმა აჯანყდეს ძმის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს და აღმოიფხვრას საშინაო ომის ყველა მცდელობა, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა და ძმური სიყვარული იყოს ისტორიული რუსეთის ყველა ხალხში“, - განაცხადა კირილემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)