|
2023-01-24 17:40:16, 994 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კასიანოვის დღევანდელი განცხადება სამარცხვინო და სპეკულაციურია
კასიანოვის დღევანდელი განცხადება სამარცხვინო სპეკულაციური განცხადებაა, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენასა და საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციასთან დაკავშირებით უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია საჭირო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ თბილისი კიევს "ბუკს" გადასცემდა და სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩაერთვებოდა. "ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ - ერთი იყო მარტში, მეორე ზაფხულის სეზონზე და მესამე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია - არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია. და რა თქმა უნდა, კასიანოვის დღევანდელი განცხადებაც არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება. იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში იმიტომ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის რისკისშემცველი იქნება, რის გამოც უკრაინა ქვეყნიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ საუბარი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდებოდა. იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების უახლოეს პერიოდში აღდგენის იმედი გამოთქვა. 20 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ საქართველო-რუსეთის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც აუცილებელია. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)