03:39 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 16:13:04, 1021 ნახვა

პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტი - მიმდინარეობს მსჯელობა შევძლებთ თავდაცვას დამოუკიდებლად, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვაში მიმდინარეობს მსჯელობა ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმასა და „უფრო დიდ ალიანსში“ გაწევრიანებაზე. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Politico-სთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვა არის მშვიდობიანი ქვეყანა და არ აწარმოებს ომს მეზობელ სახელმწიფოსთან, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, და თუ იქნება მომენტი იმისა, რომ მოლდოვამ შეცვალოს ნეტირალიტეტი, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მეშვეობით.

"ახლა სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებზე - შეგვიძლია თუ არა ეს დამოუკიდებლად, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ რაღაც მომენტში მივალთ დასკვნამდე, რომ როგორც ერს, ჩვენ გვჭირდება ნეიტრალიტეტის შეცვლა, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მეშვეობით.

მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა. მას არ დაუწყია ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ. რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა მოსახლეობის ნაწილი დაერწმუნებინა, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ არ ჩადო ინვესტიცია თავდაცვის სექტორში, რომ არაფერი უნდა გააკეთო და რომ არ უნდა გქონდეს თავდაცვის შესაძლებლობები, რაც არასწორია"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics