20:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 09:04:21, 1375 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ თეთრში სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხში ნიდერნალდები აშშ-სა და გერმანიას შეუერთდეს.

"ჩვენ გვაქვს განზრახვა, რომ შევუერთდეთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ გერმანიასთან "პეტრიოტის" პროექტზე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას შევუერთდეთ და ეს დღეს დილითაც განვიხილეთ გერმიის კანცლერ ოლაფ შოლცთან“, - უთხრა რუტემ ბაიდენს.

თავის მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნიდერლანდებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ თითო-თითო ბატარეის გადაცემას უკრაინას აშშ და გერმანია უკვე დაპირდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics