23:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 13:06:20, 1538 ნახვა

საზოგადოება
„ალტ-ინფო“ აღიარებს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლა დააორგანიზეს

ძალადობრივი და ჰომოფობიური გაერთიანება „ალტ-ინფო“ აღიარებს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლა დააორგანიზეს.

როგორც გაერთიანების წევრი, შოთა მარტინენკო Facebook-ზე წერს, „დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ,  ჩვენ განვუსაზღვრავთ ამიერიდან, სად როგორი უფლებები ექნებათ“.

„ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო - კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს.

ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს.

მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ,  ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ.

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს“,- წერს მარტინენკო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყვარელში, ევრო-ატლანტიკურ ცენტრში, სადაც პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, რაიონებიდან ჩამოყვანილმა პირებმა გზა გადაუკეტეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics