03:39 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 23:35:24, 1309 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ქირქილებენ, რომ ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი კრიტიკას პასუხობს, მისი თქმით, ის ამაყობს ქართული, ტრადიციული, ქრისტიან-მართმადიდებლური ოჯახით.

"ქირქილებენ, რომ ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს .... მე წარმოვადგენ მშრომელ, წესიერ, პატიოსან ხალხს და არა ვიწრო პრივილეგირებულს, "ელიტას"

დიახ, პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილის პედაგოგი დედა დღეს, გაზის აღმრიცხველად მუშაობს სამგორის რაიონში და კარდაკარ დადის, მამაჩემი ინჟინერი კაცი იყო და არასდროს უთაკილია შრომა ... რომ დაჭირდა ოჯახს, გაზგასამართის დაცვაში იმუშავა და ღამეებს ათენებდა, ჩემი მაიორი ძმა ამერიკაში ტრაილერის მძღოლია - ვამაყობ ჩემი ქართული, ტრადიციული, ქრისტიან- მართმადიდებლური ოჯახით და მისი თითოეული წევრით." - წერს ლევან ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics