03:39 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 16:37:17, 1358 ნახვა

პოლიტიკა
გოშევსკა სააკაშვილს - „ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენთან ვართ!“

საქართველოს ხელისუფლებას ჩვენ მოვუწოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ მიეცეს საშუალება, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა,-ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.

მისი თქმით, სეინნა ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მეგობრებს, სოლიდარობისა და პრინციპული მოქმედებისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

"მიღებულ დოკუმენტში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებისა და სამედიცინო რეკომენდაციების იგნორირების გამო, რაც მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რაც საქართველოში შეუძლებელია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ მიეცეს საშუალება, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. 

ჩვენ, ასევე, მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მეგობრებს, სოლიდარობისა და პრინციპული მოქმედებისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენთან ვართ!",- წერს გოშევსკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics