|
2023-01-13 22:25:28, 1859 ნახვა
სხვადასხვა
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი ბაზრიდან გამოითხოვა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი - NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდან გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, იგივე მწარმოებლის, სამკურნალო პრეპარატები – DOK-1 Max და AMBRONOL - მინარევის სახით, დიეთილენ გლიკოლს და/ან ეთილენგლიკოლს შეიცავდა. აღნიშნული ნივთიერებები ტოქსიკურია ადამიანისთვის და მისი მოხმარება შესაძლოა ფატალურიც გახდეს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული წამლების რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე არ ხდება. თუმცა, რეგულირების სააგენტომ, შეაჩერა და ბაზრიდან გამოითხოვა, იგივე მწარმოებლის, სხვა პრეპარატი. ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)