03:40 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 19:22:49, 1312 ნახვა

პოლიტიკა
ნედ პრაისი - ფრონტზე დამპყრობლების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს

"ფრონტზე დამპყრობლების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს და მთლიანად ომის მიმდინარეობას.", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტების ნებისმიერი "წარმატება" მძიმე დანაკარგების ფასად, ვერ აანაზღაურებს სტრატეგიულ მარცხს. მან დასძინა, რომ ბრძოლები დონბასში გაგრძელდება და ორივე მხარის წარმატებები და მარცხი მოჰყვება.

"რუსეთის ნებისმიერი შემდგომი წარმატება, თუნდაც სამხედრო პერსონალის და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ვერასოდეს შეცვლის ამ ომის მიმდინარეობას. ვერცერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეაჩერებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები შეხვდნენ ამ ომის პირველივე დღეებიდან და სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელიც მხოლოდ უკრაინის ეფექტური კონტრშეტევის შედეგად გამწვავდა", - განაცხადა პრაისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics