|
2023-01-13 15:29:23, 2316 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია იწყება - როგორ უნდა მისცეთ ხმა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია იწყება. საარჩევნო კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაასრულეს. რეგისტრაცია სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით მოხდება და რეგისტრაცია პარტიის ამომრჩეველთა გუნდს ხვალ დილამდე შეეძლება. "დღეს დაიწყება თავმჯდომარის არჩევნებზე მონაწილეობისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი. ამ მიზნით, ჩვენ ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდება ბმული, რომლის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში გადადის სარეგისტრაციო ფანჯარაში, სადაც შეგყავს პირადი მონაცემები. ამის შემდეგ მიიღებს ვერიფიკაციის კოდს და მისი გააქტიურების შედეგად, ის ხვდება ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში. თავად რეგისტრაციის პროცესი წარიმართება დღეიდან, მეორე დღის 10 საათამდე",- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა. ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა".
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)