22:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 14:20:34, 1226 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC -ის რუსულენოვანი სამსახური საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სანქცირებულ პირთა შორის ბრიტანეთის მთავრობის წევრები, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები არიან, თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები არ სახელდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა „ბრიტანეთის მთავრობის ანტირუსულ კურსი, რომელიც აგრძელებს პერსონალური სანქციების მექანიზმის აქტიურ გამოყენებას და ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას რუსეთის დისკრედიტაციისა და საერთაშორისო იზოლაციის მიზნით". 

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ომთან დაკავშირებით ლონდონის პოზიციის საპასუხოდ, მოსკოვმა სანქციები ასობით ბრიტანეთის მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის არიან ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის სრულუფლებიანი წევრები, მთავრობის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამხედროები, დიპლომატები და ჟურნალისტები წამყვანი ბრიტანული მედიიდან, მათ შორის BBC-დან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics