01:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 15:22:40, 868 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - აღიარეს, რომ მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს

აღიარეს, რომ ავად არის და ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ პენიტენციურ სამსახურზე საუბრისას განაცხადა. 

გიული ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, რასაც მისი ვიზუალიც მოწმობს. 

"ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა დავაკნინო, გორში იურიდიული ფაკულტეტი და მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს, ნევროლოგიურ დიაგნოზში არ ეთანხმება, ცოტა სასაცილო არ არის ეს ყველაფერი? კი ბატონო, აღიარეს, რომ ავად არის და ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს და ჩვენ ხომ გვახსოვს როგორ გამოიყურებოდა ადამიანი, ელემენტარულად, დიაგნოზებსაც რომ თავი დაანებო, როგორ გამოიყურებოდა ფიზიკურად და ახლა როგორ გამოიყურება ამასაც ხომ ვხედავთ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 11 იანვარს გაიმართება. სხდომაზე ამერიკელი სპეციალისტები გამოიკითხებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics