2023-01-09 19:04:10, 1657 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - არავის აქვს გაკეთებული საკმარისი იქამდე, სანამ რუსული ჩექმები უკრაინის მიწაზე რჩება
"უკრაინა მადლიერია პარტნიორების სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები ერთმანეთის მიმართ: არავის აქვს გაკეთებული საკმარისი იქამდე, სანამ რუსული ჩექმები უკრაინის მიწაზე რჩება.", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ხელმძღვანელმა დიმიტრი კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, დახმარება უკრაინის გამარჯვებისთვის, არის უმოკლესი გზა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის და უსაფრთხოების აღდგენისთვის.
"უკრაინა მადლიერია პარტნიორების სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები ერთმანეთის მიმართ: არავის აქვს გაკეთებული საკმარისი იქამდე, სანამ რუსული ჩექმები უკრაინის მიწაზე რჩება. ჩვენი ქვეყნის შეიარაღება გამარჯვებისთვის, არის უმოკლესი გზა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისკენ", - განაცხადა კულებამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,