10:54 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 19:52:49, 1381 ნახვა

პოლიტიკა
მამულაშვილი - სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური იყოს

ბევრად უფრო ეფექტური, სინამდვილეში, შეიძლება, იყოს სწორედ სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა, რაზეც ვმუშაობთ ახლა. ამის შესახებ ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში ჩართვა მისი და მისი დის ინიციატივაა და უკრაინაში მათ საქმიანობას უკავშირდება. მან დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან იმართება და ეს დასამალიც აღარ არის.

"ეს წერილი ატარებს სიმბოლურ ხასიათს უფრო, ვიდრე პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, იგნორირებული იქნება. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო ეფექტური, სინამდვილეში, შეიძლება, იყოს სწორედ სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა, რაზეც ვმუშაობთ ახლა. ეს ჩემი დის ინიციატივა იყო და პირდაპირ უკავშირდება ჩვენს საქმიანობას უკრაინაში, იმიტომ, რომ ჩვენი სტრუქტურის ხელმძღვანელი, სადაც ქართული ლეგიონი შედის, ხელმძღვანელობს ტყვეთა გაცვლის კომისიას და მგონია, რომ ეს უფრო ეფექტური მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მთავრობა იმართება რუსეთიდან, არავისთვის ეს დასამალი აღარ არის." - განაცხადა მამულაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics