10:54 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 12:02:40, 1363 ნახვა

პოლიტიკა
ფეიგინი - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილს შეწყალების საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც არ აქვს

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილს შეწყალების საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც არ აქვს,- ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.

ფეიგინის თქმით, იქმნება ასევე ისეთი შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას.

"ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ამ საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც კი არა აქვს. მე მქონდა შეგრძნება, რომ ის ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას. ის ამბობს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებაა, რაც ცოტა უცნაურია. რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებენ პარტიები? არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამის დადგენა მარტივია, მაგრამ შთაბეჭდილება იქმნება, რომ სალომე ზურაბიშვილს ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია",- განაცხადა ფეიგინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარკ ფეიგინის ინიციატივით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics