23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 10:20:00, 1282 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მიცემული ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული უზარმაზარი პროგრესი. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა უკრაინული მხარის მზადყოფნა, მალე დაასრულოს შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რომ უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. განიხილეს კიევში მიმდინარე წლის 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები და შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოს გააქტიურებაზე“- აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics