|
2022-12-29 12:02:58, 1589 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე ზურაბიშვილზე - სანამ არ იტყვის, რომ გუშინ „გაბრაზებული“ ხალხი მის რეზიდენციასთან ივანიშვილმა დააორგანიზა, არაფერს ფასი არ აქვს
სანამ ზურაბიშვილი არ იტყვის საჯაროდ რომ გუშინ „გაბრაზებული“ ხალხი მის რეზიდენციასთან ივანიშვილმა დააორგანიზა, რაც არ უნდა თქვას სხვა, არაფერს ფასი არ აქვს,- ამის შესახებ პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ჯაფარიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი „არაფრის გამკეთებელია“. „სანამ ზურაბიშვილი არ იტყვის საჯაროდ რომ გუშინ ‘გაბრაზებული’ ხალხი მის რეზიდენციასთან ივანიშვილმა დააორგანიზა, რაც არ უნდა თქვას სხვა, არაფერს ფასი არ აქვს, არც რამის გამკეთებელია. არა კობახიძემ, არა ღარიბაშვილმა, არა სამხარაძემ - არამედ ივანიშვილმა ნუ, ცოტა შეიძლება მოროშკინამ“,- წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ ორბელიანის სასახლესთან აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ. ამ დაძაბულობის ფონზე პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან გავიდა და განცხადება გააკეთა, თუმცა მის გამოსვლას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა. ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყნის ევროპულ მომავალს "რატომღაც ყველა ებრძვის".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)