|
2022-12-28 22:19:50, 814 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი - პრეზიდენტი თუ გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ბულინგის მსხვერპლიო, მაშინ სახლში უნდა წავიდეს
პრეზიდენტი თუ გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ბულინგის მსხვერპლიო, მაშინ სახლში უნდა წავიდეს, - განაცხადა პარტია "ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი ვერ უმკლავდება ბულინგს და ხალხს შესჩივის, რომ მე რა ვქნაო ? ის როგორ დაიცავს სხვას ?!. მან დასძინა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ტაშის კვრის დროს არ უნდა იყო. "სახელმწიფო მეთაური, პრეზიდენტი თუ გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ბულინგის მსხვერპლიო, მაშინ სახლში უნდა წავიდეს, ანუ პრეზიდენტი თუ ვერ უმკლავდება ბულინგს, მაშინ ვინ უნდა დაიცვას მან, როგორი მთავარსარდალია ქვეყნის შეიარაღებული ძალების თუ აქეთ შემოგჩივის, რომ მე რა ვქნა, აქედან ის მირტყამს, იქიდან ის მირტყამსო? აბა, მარტო ტაშის კვრის დროს ხარ პრეზიდენტი, ან პრემიერი, ან პარლამენტის წევრი და თავმჯდომარე?" - განაცხადა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)