|
2022-12-28 17:25:37, 803 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მემუქრებიან კარიერით, თურმე მე კარიერას დავემშვიდობები
მემუქრებიან კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, როგორი ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს, საქართველოს ევროპული მომავალი მაინც ექნება. "მემუქრებიან კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა - ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობთ ამ ქვეყანაში, ალბათ, ისიც იცით, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა; მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. ვერავინ ვერ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს, ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმები, შანტაჟის მცდელობები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტმა განაცხადა: "მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)