00:09 - 22 Jul, 2026
|
2022-12-28 13:19:23, 831 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი - რუსეთის დავალებით, საქართველოში პრეზიდენტს მეორეჯერ არ უნდა ვკლავდეთ
საქართველოში მეორეჯერ არ უნდა ვკლავდეთ რუსეთის დავალებით პრეზიდენტს, - ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, ბრალეულობის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანებს წამებით არ უნდა კლავდნენ. "საქართველოში არ უნდა კლავდნენ წამებით არც ერთ ადამიანს, მათ შორის ბრალეულობის მიუხედავად - არის დამნაშავე თუ არ არის დამნაშავე. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რასაც მათ ინსტინქტი უკარნახებთ, შინაგანი მდგომარეობა. ეს არ არის პოლიტიკური თემა", - ამბობს მარგველაშვილი. ცნობისთვის, მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, 23 დეკემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც ხელს არაერთი პოლიტიკოსი აწერს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)