|
2022-12-27 19:38:33, 905 ნახვა
პოლიტიკა
ედუარდ სააკაშვილი ვივა მედის კლინიკაში, მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს
დღეს მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი ვივა მედის კლინიკაში, მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მანამდე სააკაშვილის მოსანახულებლად მისი დედა, გიული ალასანია იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია თუ რას უკავშირდება მამის სანახავად მისული ედუარდ სააკაშვილისთვის ვიზიტზე უარის თქმა. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის “გამკაცრებულია აქ წესები. არ ვიცი, ვირუსების გამო, თუ რაღაცის გამო, მე არ ვიცი. ედუარდის შემთხვევაში, მე არ ვიცი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, როგორც ყოველთვის. სისუსტე და უმადობა გრძელდება ისევ, ძალაშია. ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს", - თქვა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ვიზიტორებისთვის კლინიკა ვივა მედში რეგულაციები გამკაცრდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)