04:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 17:36:48, 1543 ნახვა

ომი უკრაინაში
დონეცკში, დროებით ოკუპირებულ მაკიივკაში 8 კაციანი ოჯახი დახოცეს, მათ შორის 4 ბავშვია

დონეცკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ მაკიივკაში, 8 კაციანი ოჯახი, მათ შორის 4 ბავშვი, დახოცეს.

რუსული მედია საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელები მძარცველები იყვნენ და ისინი, სავარაუდოდ, უკვე დაიჭირეს, მაგრამ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ ივარაუდა, რომ მკვლელობა "ვაგნერების" ჩადენილია.

ოკუპანტების ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცნობა ერთ-ერთი სახლის ტერიტორიაზე 8 ადამიანის, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანის ცხედრის აღმოჩენის შესახებ, მორიგე განყოფილებამ მიიღო.

მასმედიის ცნობით, დაღუპულთაგან ყველაზე უმცროსი ერთი წლის ბავშვია. გარდა ამისა, დაიღუპნენ 7 და 9 წლის ბავშვებიც.

ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, შემთხვევის გამო სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. ყველა მათგანი ნასამართლევია და სავარაუდოდ „აღიარეს, რომ დანაშაული ეგოისტური მიზეზების გამო, მანქანისა და ძვირფასი ქონების მოპარვის მიზნით ჩაიდინეს“.

ოკუპანტების შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს შესაძლოა „უმაღლესი სასჯელი“ დაემუქროს.

ანდრიუშჩენკო ვარაუდობს, რომ ასეთი დანაშაულები შეიძლება გაგრძელდეს, რადგან რუსეთმა ფრონტზე აიყვანა "არაადამიანები და კრიმინალები, ნეონაცისტები და სხვა ადამიანური ნაგავი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics