|
2022-12-27 16:33:07, 752 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ღარიბაშვილზე - ეს არის კაცი, რომელიც ივანიშვილის დავალებით, ქვეყანას ისტორიულ შანსს აკარგვინებს
„ეს კაცი არის პაროდია იმის, რაც პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენას. ბოკერიას შეფასებით, "ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ღარიბაშვილი ქვეყანას ისტორიულ შანსს აკარგვინებს". „ეს კაცი არის პაროდია იმის, რაც პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს და ასეთი ტრაგიკული ამბავი რომ არ იყოს, როცა ასეთ ისტორიულ მომენტში ეს სამარცხვინო არარაობა ჰყავს ივანიშვილს დანიშნული, უბრალოდ ვიცინებდით ამაზე. თან ყოველ ჯერზე ახერხებს, რომ მაინც გამოიჩინოს თავი ყველა მოლოდინის მიუხედავად. აი, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისასაც კი იწვება, რომ რეალურად არ უსურვებს ამას იმიტომ, რომ სიტყვა გამარჯვება არ უნდა ახსენოს. ყველა სხვა საკითხზეც, მონაკო აფხაზეთშიო და ა.შ. ეს არის კაცი, რომელიც დღეს ივანიშვილის დავალებით ისტორიულ შანსს აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას, უპირისპირდება თავისუფალ სამყაროსა და დასავლეთს, ატარებს ანტიქართულ მოღალატეობრივ პოლიტიკას. ეს ყველაფერი აჯამებს ამ კაცს და სამწუხაროდ, ამ წლებსაც, სანამ ივანიშვილი არის ხელისუფლებაში“ , - აცხადებს გიგა ბოკერია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)