23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 13:46:32, 1498 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის ჟეჯიანგის პროვინციში დღეში ერთ მილიონზე მეტი COVID-19-ის შემთხვევა ვლინდება

ჩინეთში ჟეჯიანგის პროვინციაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 64,5 მილიონი ადამიანია, ექიმები დღეში 1 მილიონზე მეტ ახალ კოვიდით დაინფიცირების შემთხვევას აღრიცხავენ, იტყობინება Reuters. უახლოეს დღეებში ეს რიცხვი გაორმაგდება.

„სავარაუდოა, რომ ჟეჯიანში ინფექციის პიკი შევა ამაღლებული დონის პერიოდში დაახლოებით ახალი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ახალი ინფექციების ყოველდღიური რაოდენობა 2 მილიონამდე მიაღწევს“, - ნათქვამია პროვინციის მთავრობის განცხადებაში.

მოხალისეების დაკომპლექტება მიმდინარეობს პროვინციის დედაქალაქ ჰანჯოუში, რათა დაეხმარონ ქალაქის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს გაუმკლავდეს მოქალაქეების გაზრდილ მოთხოვნას. ხელისუფლება აძლიერებს სიცხის დამწევი საშუალებების შესყიდვას და ავრცელებს 10 მილიონზე მეტ ერთეულ სხვა მედიკამენტს.

2022 წლის ნოემბრის ბოლოს მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ჩინეთის რიგ ქალაქში. დემონსტრაციები გამოიწვია მკაცრმა ანტი-COVID-ის შეზღუდვებმა და ხანძარმა სინძიანგ-უიღურული ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმჩიში. ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს პრაქტიკულად ეკრძალებათ ბინების დატოვება - 24 დეკემბერს კი 10 ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს, რომლის მაცხოვრებლები კარანტინში იმყოფებოდნენ. სოციალურ ქსელებში აქტიურად დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ ხალხი ცეცხლმოკიდებული შენობიდან შეზღუდვების გამო ვერ ტოვებდა. შანხაიში მომიტინგეებმა დაიწყეს ანტისამთავრობო ლოზუნგების აწევა, მათ შორის "სი ძინპინგი, წადი!" და „კომუნისტური პარტია, წადი“.

საპროტესტო გამოსვლებით, მოსახლეობამ შეძლეს ზოგიერთი მოქალაქისთვის კარანტინში ყოფნის ნებართვა სახლში და არა სპეციალურ ბანაკებში, ასევე მოხსნილი იქნა კოროვირუსული ტესტის ჩაბარების მოთხოვნა უმეტეს საზოგადოებრივ ადგილებში შესასვლელად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics