23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 15:34:52, 1853 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობა 1.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

კანონპროექტს მხარი კონგრესმენებმა 225 ხმით, 201-ის წინააღმდეგ დაუჭირეს. ამასთან, სენატში კანონპროექტს 68 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 29 წავიდა.  

აღნიშნული ბიუჯეტი 45 მილიარდ დოლარიან პაკეტს მოიცავს, რომელიც უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყოს, საიდანაც 13 მილიარდი დოლარი ეკონომიკური დახმარებისთვის, 23 მილიარდი კი სამხედრო დახმარების მიზნით გამოიყოფა.

დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუაღამემდე უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც, ის ძალაში შევა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics