|
2022-12-24 14:28:04, 1881 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით, ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს რუსული სამყაროს შემოტანას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის სახით. "ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს რუსული სამყაროს შემოტანას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის სახით. ხერსონი დილით, შაბათს, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არ არის სამხედრო ობიექტები, ეს არ არის ომი დადგენილი წესებით, ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინების და სიამოვნებისთვის. მსოფლიომ უნდა დაინახოს და გაიგოს, თუ რა აბსოლუტურ ბოროტებას ვებრძვით",- წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, ასევე განადგურებულია შენობები. "რუსული ტერორის შედეგად, ამ დროისთვის ცნობილია 35 დაჭრილის შესახებ, მათგან 16 მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ტიმოშენკომ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)