03:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 17:22:00, 1270 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - გახარია აგენტურული ქსელის მონაწილეა, გაიყიდა და აორთქლებულია სივრცეში

როგორ საუბრობს, ჩემ გვერდზე არ იდგა?! რა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, მე არ ვიყავი მისი კოლეგა?! - ასე ეხმაურება მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.

როგორც ყაველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, გახარია, რომელსაც "ქართული ოცნება" "მკერდით იცავდა", გაიყიდა და აგენტურული ქსელის მონაწილე გახდა.

"გიორგი გახარია აქ არ იყო, მკერდით და იმით რომ ვიცავდით, მთელი ოპოზიცია "თვალთხარიას" და რას არ უწოდებდა და შეურაცხყოდა, გადაფარებული ვიყავით მთელი უმრავლესობა, რომ რამე შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. 

როგორ საუბრობს, ჩემ გვერდზე არ იდგა?! რა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, მე არ ვიყავი მისი კოლეგა?! მე ხომ ვერ მომატყუებს გიორგი გახარია. აი, ზუსტად ამ აგენტურული ქსელის მონაწილეა გახარია, სამწუხაროდ. ფაქტია, რომ გაიყიდა და აორთქლებულია სივრცეში", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად წავიდა, რათა ხელისუფლებაში "მარიონეტების ხელით" დარჩენილიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics