23:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 17:57:40, 1995 ნახვა

მსოფლიო
„არ ვაპირებთ მუშაობის ტემპის შენელებას“ - პუტინმა კადიროვი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი ამჯერად "დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტური გადაწყვეტისთვის" ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა.

კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტს მაღალი დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ სამუშაოს ტემპს არა შეანელებს, არამედ გააორმაგემს კიდეც.

"მეგობრებო! რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ჩემი დიდი წვლილისთვის და დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტური გადაწყვეტისთვის, დაჯილდოვებული ვარ მაღალი ჯილდოთი - ალექსანდრე ნეველის ორდენით. სამშობლოს საკეთილდღეოდ სამსახურში ჩემი მოკრძალებული ღვაწლის ასეთი შეფასება ჩემთვის დიდი პატივია. უზომოდ ვამაყობ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდო მივიღე უზენაესი მთავარსარდლის ხელიდან, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი ლიდერისა და ჭეშმარიტი პატრიოტის ნათელი მაგალითია!

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენი ქვეყანა რთულ პერიოდს გადის. არსებობს მუდმივი ზეწოლა, რომ გაანადგურდეს ის, რითაც ჩვენ უზომოდ ვამაყობთ. მტერი ცდილობს დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა და განდევნოს ჩამოყალიბებული ტრადიციული ღირებულებები, ჩაანაცვლოს ისინი თავისი, სავარაუდოდ, თანამედროვე იდეალებით. თუმცა, ამ მცდელობებს აქამდე წარმატებელი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან სამშობლოს დაცვას იცავენ მისი მამაცი შვილები, ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომლებიც ამას არ დაუშვებენ.

მადლობელი ვარ ვლადიმერ ვლადიმროვიჩისთვის ჩემი დამსახურების მაღალი დაფასებისთვის! თავის მხრივ, შემიძლია დავარწმუნო უზენაესი მთავარსარდალი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მუშაობის ტემპის შენელებას. უფრო მეტიც, მსოფლიოში არსებული ვითარება და არამეგობრული ქვეყნების აგრესიული დამოკიდებულება გვაიძულებს გავაორმაგოთ ძალისხმევა ქვეყანაში სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს პრეზიდენტს მაღალი ჯილდოსთვის და ნდობისთვის! დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ლიდერით ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს, რადგან მისი პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ხალხის კეთილდღეობაზე",- წერს კადიროვი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics