03:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 15:55:04, 817 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი სააკაშვილზე - სიცოცხლის გადასარჩენად, საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მკურნალობის გავლის უფლება უნდა მიეცეს

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მას სიცოცხლის გადასარჩენად, საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მკურნალობის გავლის უფლება უნდა მიეცეს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე წერს.

ლექსმანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მთლიანად პასუხისმგებელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

„საქართველოს ხელისუფლება მთლიანად პასუხისმგებელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მას სიცოცხლის გადასარჩენად, საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მკურნალობის გავლის უფლება უნდა მიეცეს.

#გადაარჩინე მიშა“,- წერს ლექსმანი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics