|
2022-12-20 18:32:48, 1677 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობა დაათვალიერა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის I ეტაპის დასრულების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს. გზაზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით და ეზოში შესავლელები. 5 818 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი გარდამავალია, დასრულდება 2023 წელს და ადგილობრივები კეთილმოწყოფილი გზით შეძლებენ გადაადგილებას.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)