15:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 10:17:41, 827 ნახვა

საზოგადოება
ერუშეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე პროექტი „სათემო რეინჯერი“ დასრულდა

ერუშეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე პროექტი „სათემო რეინჯერი“ დასრულდა. დასკვნით ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი დაესწრო. პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და შედეგები შეაჯამეს და პრეზენტაციები წარადგინეს.

პროექტის ,,თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი- სათემო რეინეჯერი“ მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობით, თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში 10 მონაწილე - სათემო რეინჯერი შეირჩა ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპელიტეტებიდან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან. თეორიულ ნაწილში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და  მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემატიკით. პრაქტიკული ნაწილი კი, ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავდა.

სათემო რეინჯერები, პროექტის გუნდთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ საველე ექსპედიციებში და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში. სათემო რეინჯერების ფოტოხაფანგებმა ერუშეთის ეროვნული პარკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობა დააფიქსირა, რის შემდეგაც მოხდა მონაცემების დამუშავება.

ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, სათემო რეინჯერები აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროცესშიც.

პროექტი „სახეობათა კონსერვაციის ცენტრის“ (NACRES) მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ერუშეთის ეროვნულ პარკსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics