15:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 16:10:06, 1168 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ბათუმში ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი" წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თევზის წარმოების მდგრადობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საკითხს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აკვაკულტურის ადგილობრივი წარმოების განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაცია.

„საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი აკვაკულტურის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოსა და შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერით შეიქმნას ქართული მაღალი ხარისხის პროდუქტი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თევზის დაავადებების საკითხზეც, რაც ამ დარგის განვითარებისა და ჯანსაღი პროდუქტის შექმნის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ლაბორატორიას აქვს სრული მზაობა ახალი კვლევის მეთოდები დანერგოს და ფერმერთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრას აჭარის სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics