|
2022-12-15 13:51:35, 1790 ნახვა
რეგიონი
თელიანის დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო სივრცის მოწყობის სამუშაოები კასპის მერმა დაათვალიერა
კასპის მუნიციპალიტეტში, თელიანის დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო სივრცის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს. კასპის მერიის ცნობით, აღნიშნულ დასახლებაში სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული 54 ოჯახი ცხოვრობს. საბავშვო ატრაქციონების მოწყობა/მონტაჟს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯთ დიზაინ მეტალი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 14 350 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, საბავშვო სივრცეების მოწყობა მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. თელიანის პარალელურდ სამუშაოები, სოფელ აღაიანის სვანების დასახლებასა და მეტეხის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაშიც ხორციელდება. „მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი საბავშვო სივრცე შექმნას და ბავშვებს გართობისა და დასვენების პირობები შეუქმნას“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)