10:24 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 23:25:18, 2666 ნახვა

კომენტარი
დოლიძე - იუსტიციის სამინისტრო, როგორც ჩანს ჭრის და კერავს კადრებს

გავეცანით იუსტიციის სამინისტროს, უფრო სწორად, იუსტიციის სამკერვალოს მიერ გავრცელებულ კადრებს, იმიტომ, რომ თუ რამეს აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ჩანს ჭრის და კერავს კადრებს, რომ შექმნას განწყობა ვითომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადასარევად გრძნობს თავს, საერთოდ არაფერი არ აწუხებს, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ.

მისივე თქმით,პენიტენციური სასამართლო სრულ გაურკვევლობაშია და დიდ პრობლემას წარმოადგენს მათთვის,რომ რეალურად დაანახონ საზოგადოებას თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

"გავეცანით იუსტიციის სამინისტროს, უფრო სწორად, იუსტიციის სამკერვალოს მიერ გავრცელებულ კადრებს, იმიტომ, რომ თუ რამეს აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ჩანს ჭრის და კერავს კადრებს, რომ შექმნას განწყობა ვითომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადასარევად გრძნობს თავს, საერთოდ არაფერი არ აწუხებს. არ ვიცი, ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი მონტაჟი თუ შეეძლოთ დღეს ერთი კომპიუტერი, რომ მიეტანათ და შეეერთებინათ და პროცესი წარმართულიყო საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, ამაში აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა. ჩანს უკვე რითია დაკავებული იუსტიციის სამინისტრო. ასე, რომ ისევ ბოლო კადრს მინდა ყურადღება მიაქციოთ, 12 დეკემბერია ,თუ სწორად არის დათარიღებული, სადაც ყავარჯნით მოძრაობას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და 11 დეკემბერს პროცესზე არ მოიყვანეს, იმ მოტივით, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია და 12 დეკემბერზე თვითონ საუბრობენ, რომ თითქოს სიმულაციაა. აბსოლუტურად გაუგებარ მდგომარეობაშია თვითონ პენიტენციური სამსახური და გასაგებია, მათთვის რეალურად პრობლემაა, რომ რეალურად დაგვანახონ რა მდგომარეობაშია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ყველა დასკვნას, რომ თავი დავანებოთ, თვითონ ვიზუალური აღქმა ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არც ჩვენ გვაძლევენ და არც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად უნდა ვიაროთ, შეცდომები არ უნდა დავუშვათ. პირველ რიგში, ჩვენი მოქმედება თანხვედრაში უნდა იყოს დაცვის პოზიციასთან, ჩვენ ვთქვით, რომ სასამართლო პროცესებს ჩვენ ვესწრებით, ვიკრიბებით, ოღონდ ჩვენი განცხადებები იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან თავშეკავებული, პოლიტიკური კონტექსტი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამავდროულად ვემზადებით და მობილიზებას ვახდენთ ბოლო პროცესისთვის, როდესაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, აძლევს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში წასვლის უფლებას თუ არა. " - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics