|
2022-12-13 11:33:08, 1089 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. უწყების ცნობით, ქალთა და ოჯახში ძალადობის თემების მედია გაშუქების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მონაწილე პირებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსმა - სარა რუპერტმა. „სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალების ოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა - გიორგი ოსაძემ, ასევე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა - მერი მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მედიასაშუალებების წარმომადგენლების გარდა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლებმა. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ და მოწვეულ ექსპერტთან ერთად განეხილათ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ძალადობის შემთხვევების ეთიკური გაშუქება, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესი და სხვა. ასევე, მათ ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ. აღნიშნული შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიური ჩართულობით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიმართა. INL საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია თანამშრომლობს ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, კიბერდანაშაულის და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)