18:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 12:49:25, 1012 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო - ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს არასწორად, ცალსახად არასწორად

მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა - ასეთი ტერმინია კლინიკურ მედიცინაში - მიმდინარეობს არასწორად, ცალსახად არასწორად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, დამაზიანებელია, როდესაც პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ პარტიას ენიჭება.

"ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ განსაზღვრავს, რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ეს პოლიტიკოსი და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება. როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა ენიჭება პაციენტის მართვაზე მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს, არის დამაზიანებელი", - ამბობს დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. 

"ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.  









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics