|
2022-12-12 14:37:50, 1609 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ რუსეთის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ცუდს ვერაფერს ვხედავ
თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს. დედაქალაქის მთავრობის მეთაურის განცხადებით, იმ ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა, რომლებსაც რუსეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება არ მოსწონთ, პრობლემას არ წარმოადგენს. "რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში?" - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. გონჩარის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აეკრძალათ. ამავე დღიდან ძალაში ასევე შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)