|
2022-12-09 16:10:19, 3109 ნახვა
სპეციალური ანონსი
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები. ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში, სანტა, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტოდეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდებათ. ღონისძიებას მუსიკალურად DJ გააფორმებს. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ. ფესტივალზე შეგეძლებათ „მასტერ შეფის“ ფინალისტის, კონდიტერი ნიკუშა მანაგაძის შოკოლადიანი ჩურჩხელებისა და საახალწლო თათარას მასტერკლასს დაესწროთ. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო საახალწლო აქტივობები ჩატარდება. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შოკოლადის 15-მდე კომპანია მიიღებს. მათ შორის, დამწყები სტარტაპერები და ყველასთვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)