|
2022-12-08 12:10:36, 1809 ნახვა
რეგიონი
ქედაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა
ქედაში, ZOOM პლატფორმის საშუალებით ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს კვლევების შედეგებზე, სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის ზეგავლენაზე ასევე, ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის სამომავლო გეგმებზე და მნიშვნელობაზე. ტრენინგს უძღვებოდნენ: ლელა ხომერიკი, მაია კუპრავა-შარვაშიძე და სანდრო სვანიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, სამთავრობო უწყების, რესურსცენტრის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის წევრები. პროექტის მიზანია, კვლევებზე დაფუძნებული, საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კვლევები საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში" ჩაატარა. პროექტის მხარდამჭერია დანიური ორგანიზაცია KVINFO და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)