20:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 10:34:31, 1000 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით გორში ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები გაშენდა

ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში და შპს გარნეთთან თანამშრომლობით, გორის რაიონ სოფელ ბროწლეთში ვაშლის ბაღების გასაშენებლად 600,000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა.

თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები 12 ჰექტარ ფართობზე გაშენდა, საიდანაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 4000-მდე ვაშლის ნერგი დაირგო. ბაღების მოსავლიანობა 50 ტონას აღწევს და პროდუქციის რეალიზება როგორც ქართულ, ასევე სხვა ქვეყნის ბაზრებზე ხორციელდება. ბაღებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ვაშლის ბაღებში სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემები, დამონტაჟებულია სეტყვისგან დამცავი ბადე და მისი საყრდენი სისტემები.

„ყოველთვის მხარს ვუჭერთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს. მუდმივად ჩართული ვართ აგრო სექტორის განვითარებაში და ფინანსურ დახმარებას ვუწევთ სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics