|
2022-12-07 19:15:36, 2092 ნახვა
კომენტარი
ხელაშვილი - არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს უკრაინაში, ქართული რადიკალური ოპოზიციაა,ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სიხარულით მოუწოდებს
არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში. მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია, პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ, - ამის შესახებ ტვ „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია. "რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნების პოზიციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ვისაც შეუძლია, განსაკუთრებით ნატო-ს ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკის ბირთვული ქოლგა იფარავს, ისინი აქტიურად ეხმარებიან უკრაინას შეიარაღებით, მაგრამ თუ დააკვირდებით, არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში. მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია, პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ, ამიტომ, არც ერთი მთავრობა ამას არ აკეთებს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, შეიძლება ითქვას, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)