|
2022-12-06 15:59:59, 1073 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი კასიანოვს - კაბინეტში მაქვს გენერატორი?!
კაბინეტში მაქვს გენერატორი?! - ასე პასუხობს ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ გენერატორების და ტრანსფორმატორების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მაჭარაშვილმა უკრაინის დახმარების საკითხზე საუბრისას მედიის წარმომადგენლებს შეკითხვის ფორმულირებაც დაუწუნა და განაცხადა: "მოდი, ნუ წვალობთ რა, ნურც "ტვ პირველის" და ნურც "მთავარი არხის" ჟურნალისტები, ნუ წვალობთ და პირდაპირ გვითხარით - რატომ არ ერთვებით, მეგობრებო, ომში. კაბინეტში მაქვს მე ახლა გენერატორი?! რომ მოდიხართ და მეუბნებით - გვაინტერესებს, უკრაინას გენერატორს გაუგზავნით თუ არაო, კაბინეტში მაქვს გენერატორი?! რატომ არ უგზავნით გენერატორსო და სად არის ეს გენერატორი, ვინ მოითხოვა... კაბინეტში მაქვს? დერეფანში მაქვს?" ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გენერატორებსა და ტრანსფორმატორებთან დაკავშირბით განაცხადება დღეს, 6 დეკემბერს საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. კასიანოვმა ასევე თქვა, რომ უკრაინას საქართველოს მთავრობისგან პასუხი არც იარაღის მიწოდებაზე მიუღია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)